1 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი გახარია - არაფრის მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ

პრემიერ-მინისტრი იმ ქვეყნებს ასახელებს, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტებს მიიღებს. როგორც პრემიერმა, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებთან შეხვედრაზე განაცხადა, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს შანსი აქვს, რომ პირველი ტურისტები ისრაელიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან მიიღოს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველო ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა და იმ ყველაფერს, რითაც მსოფლიომ საქართველო გაიცნო უნდა დაემატოს, რომ ჩვენ ეფექტურად ვმართავთ ინფექციას.

„კონკრეტული ქვეყნები საიდანაც ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ პირველი ტურისტები მივიღოთ, ესაა ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ის რაც ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში შევძელით, ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში და ეს შედეგია ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და კოვიდის თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვათ ტურისტებს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი.

ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ეს კრიზისი გამოვიყენით როგორც გამარჯვების, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის. უნდა გვახსოვდეს ვირუსი და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ დავიზღვიოთ თავი და სტუმრებიც.

არაფრის არ მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ,“-მიმართა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები