2 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ერთი ერთჯერადი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი, კეთილი ინებონ და ვიდრე დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით

 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ  პირბადეების ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ  კანონი ამოქმედდება, პირბადეები მოსახლეობისთვის აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

„პირბადე ღირს ლარნახევარი, ერთი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი. ეს არის ერთჯერადი მოხმარების პირბადის ფასი. მრავალჯერადი პირბადე ალბათ, ღირს 10 პურის ფასი, ამიტომ როცა საკუთარი სამშენებლო კომპანიების სუბსიდირებას ახდენენ და ათეულობით მილიონ ლარს იხდიან, კეთილი ინებონ და სანამ დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით. გარდა ამისა, სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე, უნდა იყოს შემუშავებული ისეთი სტანდარტები, რომლებიც დისტანციის დაცვასა და სხვა პროცედურებს შეიცავს. თუ თქვენ ამბობთ, რომ 50 - თეთრიანი პირბადეებიც არის, ანუ ნახევარი პურის ფასი, მაშინ ეს პირბადეები იყიდონ, თუ ხარისხიანია, მით უმეტეს და დაურიგონ ჩვენს მოსახლეობას. მე გავიგე, რომ ექსპორტზე გააქვთ, როცა 150 მილიონიან პროექტებს აფინანსებ დეპუტატებისა და მთავრობის სამშენებლო კომპანიებს და უზარმაზარ ფულს ფლანგავ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პირბადეების ხელმისაწვდომობაა მათთვის, ვისაც არ შეუძლია შეძენა, ამიტომ სოციალურად დაუცველი და იმ თვითდასაქმებულებისთვის მაინც შეიძინონ, რომლებსაც 300 ლარიანი დახმარებაც კი არ მისცეს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები