1 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქვეყანაში პენსიები გაიზრდება, როგორც დაგეგმილი იყო - ვანო მაჭავარიანი

 ფინანსთა მინისტრის თქმით,  წელს დაპირებული პენსიები აუცილებლად გაიზრდება. 

"ჩვენ შემოვიტანეთ პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით: 70 წლამდე პენსიონრებს გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონრებისთვის გაიზარდოს ინფლაციით, პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ით. თუმცა მინიმალური თანხები უნდა იყოს 20 ლარი ერთ შემთხვევაში 70 წლამდე ასაკის პენსიონრებისთვის, 65 ლარი მეორე კატეგორიისთვის, - განაცხადა მან.

მაჭავარიანის თქმით, ეს იქნება კანონი და არა რომელიმე მთავრობის ან პოლიტიკური ძალის დისკრეცია, რაც პენსიების სენსიტიურ თემას პოლიტიკური პოპულიზმის შლეიფს მოაშორებს. 

ფინანსთა მინისტრი ასევე აცხადებს, უსამართლოა მტკიცება, თითქოს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო კორონაპანდემიის დაწყებამდე გაუარესდა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობა დღეს 2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტს წარადგენს. პარლამენტში გაგზავნამდე მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე შეაჯამეს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები