2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემიერი - იმდენი წუწუნი მესმის, ჯანიანი ბიჭების, ქალაქში ტურისტი აღარ არის და რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი

"ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის, ჯანიანი ბიჭების, ქალაქში ტურისტი აღარ არის და რა გვეშველება", - ამის შესახებ პრემიერმა შიდა ქართლში ფერმერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

გიორგი გახარიამ ფერმერებთან შეხვედრისას პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც პრემიერი ამბობს, ესმის წუწუნი, რომ ქვეყანაში ტურისტი არ შემოდის, რაც მისთვის მიუღებელია. გახარიას თქმით, ვისაც საქმის კეთება უნდა, ის ისედაც მოახერხებს. 

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოგზაურობას შეძლებენ.

ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის, ჯანიანი ბიჭების, ქალაქში, ტურისტი აღარ არის და რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი და მოგვეხმარეთ, ეს ქენით, ის ქენით. რეალურად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით, ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი, - ამბობს პრემიერი.

პრემიერი გიორგი გახარია სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფება.  

მან ფერმერებს ეკონომიკურ-ანტიკრიზისული გეგმა გააცნო და იმ შეღავათებზე გაამახვილა ყურადღება, რითიც ისინი ისარგებლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები