1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გახარია: "უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის წარმომავლობა არ არის ცნობილი"

უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის წარმომავლობა არ არის ცნობილი, – ამის შესახებ განცხადება პრემიერმა გააკეთა.

გიორგი გახარია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ იმ ინფიცირებულთა შორის, რომლების პირველწყაროც უცნობია, სამი თბილისში გამოვლინდა.

ამ ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც დღეის მდგომარეობით ვერ ვადგენთ, სამი გახლავთ თბილისში, – ამბობს გახარია.

გიორგი გახარიას თქმით, ვირუსი არ გამქრალა და ეს შემთხვევებიც ამის მაგალითია.

არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია და ეს კარგი მაგალითია იმის, რაც შეიძლება მოხდეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოთხი ახალი შემთხვევა ინფიცირების, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენელია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს, ფაქტობრივად, არის ოთხი ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ, საიდან ან სად მოხდა ინფიცირება, რაც საგანგაშოა, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები