1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ასეთი ფრაზები, თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში, არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც მათ ჯერ მოიპოვეს ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე და შემდეგ გადაუხადეს კონკრეტულ ლობისტებს" - ირაკლი კობახიძე

 აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაციონალური უსაფრთხოების სტატეგიის  ანგარიში სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი. ამ დოკუმენთს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და მას დაბალი რანგის უწოდა. 

 „ასეთი ფრაზები, თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში, არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც მათ ჯერ მოიპოვეს ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე და შემდეგ გადაუხადეს კონკრეტულ ლობისტებს. თქვენ გახსოვთ, იყო სკანდალური ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფული აქვს აღებული IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს. ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დიდი. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები. თუმცა, მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში, რომელმაც დაახლოებით ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორც დღესაა. ეს ყველაფერს ნათელს ჰფენს. დანარჩენი არის ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს ვერ გააფუჭებს და ვერანაირ ხინჯს შეიტანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ არ ვიყენებთ მუშაობის იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა" მათ შორის ქვეყნის გარეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ჯერ ცხრა წლის განმავლობაში და შემდეგ მომდევნო წლების განმავლობაში. საქმე ძალიან მარტივად არის. რაც შეეხება ჩვენი მუშაობის შედეგებს, ეს ძალიან კარგად ჩანს ოფიციალურ დოკუმენტებში და განცხადებებში, რომელსაც დასავლური ინსტიტიტები ავრცელებენ. ეს განცხადებები, თითოეული მათგანი არის ქართული ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული იცნების" მხარდამჭერი“, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები