0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

მას აღკვეთის ღონისძიებაპატიმრობა, გირაოს სანაცვლოდ არ შეეცვალა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოსთან მობილიზებული არიან პოლიტიკოსები.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები