0 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"არ გადადგა თანამდებობიდან, ვიდრე ჩვენს თანამოქალაქეებს ამისთვის თვალები არ დასთხარეს" - სალომე სამადაშვილი

  "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე  სამადაშვილის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება გმობდეს რუსეთისა და რამზან კადიროვის გეგმებს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ის დაკავებულია აბსურდული ბრალდებების წაყენებით.

"ირაკლი კობაიძემ მორალური ფსკერი ჩაიარა 1 წლის წინ, როდესაც 20 ივნისს მის სავარძელში აღმოჩნდა ბატონი გავრილოვი და შემდეგ არ გადადგა თანამდებობიდან, ვიდრე ჩვენს თანამოქალაქეებს ამისთვის თვალები არ დასთხარეს. როგორც ჩანს, მორალური ფსკერი მისთვის კიდევ უფრო დაბლაა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დღეს საქართველოს ხელისუფლება ერთხმად აცხადებდეს, რომ სრულიად მიუღებელია, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორი რუსეთი გეგმავს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას ჩვენს ტერიტორიაზე, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" მმართველი პირები, როგორც ჩანს, ივანიშვილის პირადი დავალებით, მსგავსი აბსურდული ბრალდებების წაყენებით, ცდილობენ, ეს საქმე ისე მიჩქმალონ, რომ არცერთი სიტყვა არ თქვან რუსეთსა და კადიროვზე. როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ხმამაღლა აცხადებენ, რომ ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირე, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ძალიან მომგებიანია ისრების გადატანა სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებზე. რაც შეეხება ბურჯანაძეს ან ოქრუშვილს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რა შეხედულებებს ატარებს ის და ვეთანხმებით თუ არა მათ ხედვებს. ამიტომ ეს კონსულტაციები მიმდინარეობს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების შესახებ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინ შეადგენს კოალიციურ მთავრობას არჩევნების შემდეგ. კოალიცია შედგება მხოლოდ და მხოლოდ იმ პარტიებს შორის, რომლებიც იზიარებენ საერთო ხედვებს საგარეო და საშინაო საკითხებზე," - განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები