0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

20 ივნისს ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ჩემთვის მეორეხარისხოვანია – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის ის, თუ ვინ გასცა სროლის ბრძანება, ისროდნენ თუ არა სამართალდამცავები დამიზნებით, ეს ყველაფერი, პრემიერის თქმით, მისთვის მეორეხარისხოვანია.

“20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით – ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი”,- ამბობს გახარია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რანაირად არის მეორეხარისხოვანი, პრემიერი პასუხობს: "აი ასე, ჩემთვის პირადად არის მეორეხარისხოვანი. რა არის არის ჩემთვის მთავარი. ჩემთვის მთავარი არის ის რომ 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი, ეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო  ეს იყო პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შსს-მ და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა არ დაუშვა, ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს”,- აცხადებს გიორგი გახარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები