0 8 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"შემოდგომაზე როცა კოვიდ ინფექციას თან სხვა ვირუსული ინფექცია დაერთვება, შესაძლებელია, კოვიდ ინფექციის მართვა გაცილებით უფრო რთული იყოს," - ეკატერინე ტიკარაძემ

ჯადაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძე მოსალოდნელ მეორე ტალღაზე ისაუბრა , მისი განმარტებით შემოდგომაზე არსებული სხვა ვირუსების გამო შესაძლოა კორონავირუსთან ბრძოლა უფრო გართულდეს.

 "ჩვენ არაერთხელ ვამბობთ, რომ კოვიდინფექცია არსად არ წასულა, ეს არის პროცესი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტალღებზე, ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური მონაცემებით. ამ ეტაპისთვის ეს რისკი საქართველოში არ დგას, ვინაიდან კოვიდინფექციას ვმართავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით სხვა ქვეყნების მაგალითებს, როცა პირველი ტალღა იყო მცირე და მეორე ტალღა იყო გაცილებით უფრო დიდი. ჩვენც ასევე ველოდებით. შემოდგომაზე როცა კოვიდ ინფექციას თან სხვა ვირუსული ინფექცია დაერთვება, შესაძლებელია, კოვიდ ინფექციის მართვა გაცილებით უფრო რთული იყოს," - განაცხადა ტიკარაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები