0 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კილაძე: "არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს"

მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან „ქართულმა ოცნებამ" გასცა ეს დაპირება და „ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის, რომ ამ ცვლილებებით და მის გარეშეც ის არის უპირობო ლიდერი პოლიტიკურ სპექტრში,- ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ერთი მხრივ, ოპონენტები გვადანაშაულებენ იმაში, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ერთპიროვნულად, მეორე მხრივ, როცა ყველა მნიშვნელოვანი საკითხისთვის ვიკრიბებით და გუნდურად ვიღებთ გადაწყვეტილებას, გაკვირვების კითხვაა - რატომ იკრიბება „ქართული ოცნება“. რა თქმა უნდა, შეიკრიბება „ქართული ოცნება“, საკონსტიტიციო ცვლილებები ისეთი საკითხია, სადაც გუნდურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი გუნდის ყველა წევრი დაუჭერს მხარს ისევე, როგორც სხვა ნაწილი ოპოზიციის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ამ ცვლილებების მხარდაჭერის. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმე არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ" გასცა ეს დაპირება და „ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის, რომ ამ ცვლილებებით და მის გარეშეც პროპორციული თუ მაჟოროტარული სისტემით, ის არის უპირობო ლიდერი არსებულ პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ ჩვენს ინტერესშია, ეს ცვლილებები მივიღოთ, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას,"- განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები