1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, თბილისის ოლქებში კონკრეტულ კანდიდატებს ოფიციალურად შეხვედრის დასრულების შემდეგ დაასახელებენ.

მათი ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია ექვს ოლქზე, ხოლო ორ ოლქზე კონსულტაციები გრძელდება.

კანდიდატების ოფიციალურად წარდგენამდე, ოპოზიციის ლიდერები ადასტურებენ, რომ ვაკეში კენჭს ლენე ხოშტარია იყრის, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე და ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. რაც შეეხება ორ ოლქში წარსადგენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, გლდანში კენჭს ნიკა მელია, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი იყრის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები