1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქვეყანაში იყო ორპოლუსიანობა და ლელო ამას დაასრულებს

მამუკა ხაზარაძე  “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევას აფასებს

“კონკრეტული გეგმით , კონკრეტულ ვადაში ერთად უნდა შევძლოთ მთავრობის რეფორმირება. ეს გეგმა კი დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის თავზე  ქვეყნის აღორძინების ნათელი  მაგალითი იქნება.”

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (79%) მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა.  “ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ჩატარებულ კვლევას “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება.

“ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდა.  ქვეყანაში იყო ორპოლუსიანობა და ამას “ლელო” დაასრულებს. დღეს ასევე გვეძლევა ისტორიული შანსი და ვიმედოვნებ, რომ პარლამენტსა და უმრავლესობას ეყოფა გონიერება, რათა  მიიღოს  ის კანონი და კონსტიტუციური ცვლილება, რომლის განხილვაც უკვე დაიწყო პარლამენტმა,” განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერის თქმით, ახალი პარტია, ახალი ნათელი ფერით, ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ საქართველომ იგრძნოს რეალური დადებითი ცვლილებები.

“ჩვენ უნდა შევძლოთ  მთავრობის ფორმირება კონკრეტული გეგმით, კონკრეტულ ვადაში.  ამ გეგმით კი  დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის თავზე  დავიწყებთ აღორძინებას. ამას შეიძლება საქართველოს რენესანსის დავარქვათ,”- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები