0 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე - "20 ივნისი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, თვითგამორკვევის და გამოფხიზლების"

"20 ივნისი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. თვითგამორკვევის, გამოფხიზლების, ჩვენი ახალგაზრდების შეუპოვრობის, სიმამაცისა და სამშობლოს სიყვარულის დასტურის დღე. დღე, როდესაც ახალმა თაობამ განაცხდა, რომ არ შეურიგდება მტერს საკუთარ მიწაზე, არ შეურიგდება ოკუპაციას, არ შეუშინდება ხელისუფლების მიერ ნასროლ ტყვიას და თავს არ დაუხრის უსამართლობას; რომ ეს ქვეყანა ჩვენია და საქართველოს დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.

ჩემთვის 20 ივნისი იყო დღე, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. დავემშვიდობე ბიზნესს და გადავედი ჩემთვის უცნობ სფეროში - პოლიტიკაში. გადავედი შეგნებულად, უკანმოუხედავად, დაუფიქრებლად, რადგან 20 ივნისი აღმოჩნდა წყალგამყოფი ძველ და ახალ ცხოვრებას შორის. 

ამ დღეს გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება კვლავ საფრთხეშია, რომ ბრძოლა არ დასრულებულა, მტერი არსად წასულა. მეტიც, ქვეყანა ღრმა ძილს არის მიცემული და ოკუპანტი მტრის თანამოაზრეები ხელისუფლებაში მოკალათებულან. 

ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ახლა ამ ბრძოლის ფლაგმანია, ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება, ჩემი თაობის, რომელმაც ეს ბრძოლა 31 წლის წინ 9 აპრილს დაიწყო.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც 20 ივნისს რუსთაველზე იდგა და ვინც საქართველოს გუნდშია. მე მათთან ერთად მივდივარ მთავარი მიზნისკენ - ვემსახურო ქვეყანას ამ მოცემულობიდან, ვემსახურო გამარჯვებისთვის, თავისუფალი და ძლიერი ქვეყნის მშენებლობისთვის, გაერთიანებისთვის, ბედნიერი მომავლისთვის!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები