1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გახარია: არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ფაქტობრივად, საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი იწუყება.

"აქ მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ყოველთვის ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით," - განაცხადა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას მისცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. პრემიერმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყოველდღიურად, ჯანმრთელობასთან და ეკონომიკასთან ერთად აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც გასათვალისწინებელია.

"არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას, არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად ჩვენ ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით," - მიმართა პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები