0 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჭიათურა არასწორი ბიზნესპოლიტიკის მსხვერპლია - მამუკა ხაზარაძე რეგიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

“ის, რაც ჭიათურაში ხდება, უნდა დასრულდეს. მოსახლეობისთვის  პერსპექტივის წართმევა და ღირსების აყრა არის დანაშაული,  რომელსაც სათავეში მძარცველური ბიზნესი უდგას. ეს არის ქალაქის ძარცვა და ამას არ შევეგუებით, რასაც ოქტომბერში დიდი გამარჯვებით შევცვლით.”

ჭიათურაში “ლელო საქართველოსთვის” რეგიონული ოფისის გახსნას პარტიის ლიდერი - მამუკა ხაზარაძე ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო ხედვები გააცნო.

“ლელოს” ლიდერმა რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში განხორციელებულმა არასწორმა ბიზნესპოლიტიკამ გამოიწვია.

“რეგიონში  უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, რთული ვითარებაა ეკოლოგიის თვალსაზრისით. რეგიონში, საიდანაც ასეული მილიონი დოლარის პროდუქცია გადის ექსპორტზე,  არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის მაფიის ხელში და აკონტროლებენ ივანიშვილი, მამაცაშვილი, ფარცხალაძე და სხვები. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.  პერსპექტივის წართმევა და ღირსების აყრა არის დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ბიზნესი არ არის ის, რაც აქ ხდება, ეს არის ქალაქის ძარცვა და ამას არ უნდა შევეგუოთ. ჩვენ ამას ოქტომბერში დიდი გამარჯვებით შევცვლით და ნამდვილი ძალაუფლება დაუბრუნდება ხალხს,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით,  აქტიური ფაზა  რამდენიმე კვირაში დაიწყება და ახალი ძალებით  დავიწყებთ კონკრეტული  პროგრამის გაცნობას მოსახლეობისთვის წერილობითი სახით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები