0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კალაძემ მოადგილეებს, გამგებლებსა და სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად დატოვონ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეებს, გამგებლებსა და სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად დატოვონ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ არის საშუალება, მერიისა და გამგეობის თანამშრომლებმა დისტანციურად იმუშაონ.

„მივმართავ მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანელებსა და გამგებლებს, რომ თანამშრომლები რაც შეიძლება მაქსიმალურად დატოვოთ სახლში, თუ ამით საქმე არ გიფუჭდებათ, ამუშავეთ დისტანციურად, ნუ მოთხოვთ სამსახურში მოსვლას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად შეზღუდეთ ადამიანების რაოდენობა და მიეცით შესაძლებლობა, დისტანციურად, სახლიდან იმუშაონ, თუ ეს თქვენ არ გიქმნით პრობლემას. ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა და ყველა გამგებელმა ეს გადაწყვიტეთ თქვენი შეხედულებისამებრ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები