0 5 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ანზორ ბოლქვაძე - უნათესაო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, პარლამენტის წევრი არ ვიქნებოდი, ნათესავიც მყავს, ბიძაშვილიც მყავს და მეზობელიც

ჩამოტვირთვა

ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში მოყვანილ ფაქტებს სიცრუეს უწოდებს. დეპუტატმა დღეს განცხადება პარლამენტში გააკეთა. ის ამბობს, რომ მისი ნათესავების ბიზნესთან კავშირი არ აქვს. "ნათესავი ყველას ჰყავს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც სხვა გზით ეხმარება ამ ნათესავს. მე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არასდროს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესაო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მე პარლამენტის წევრი არ ვიქნებოდი. ერთი რამ ვიცი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველა თავისით იკაფავს გზას,"- განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ეკონომიკურ ინტერესებზე საუბრობს. ორგანიზაციამ მარტში გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც გამოიკვეთა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახავს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებას, კომპანიებსა და ამ კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს. ორგანიზაციის განმარტებით, ანზორ ბოლქვაძე 12 წელია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია და აქვს რამდენიმე ბიზნესი. ორგანიზაციის ცნობით, მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ აჭარაში სახელწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები