0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვინ იქნება “ლელოს” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

“ლელოს”  ძალისხმევა მიმართული იქნება ქვეყნის აღორძინებისკენ.  გუნდში ბრძოლის  წინა ხაზზე ვიდგები და არცერთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ ავიცილებ.” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მძაფრდება ინტერესი, თუ ვინ დაიკავებს 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ “ლელო საქართველოსთვის”  პარტიიდან პრემიერ-მინისტრის პოსტს. 

ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.  

კითხვა, იქნება თუ არა თავად პარტიის ლიდერი   პრემიერობის კანდიდატი,  მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ ის გუნდში ბრძოლის  წინა ხაზზე იდგება და არცერთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ აიცილებს. 

"ლელო" შეიქმნა იდეით და ეს იდეა გუნდურობაა.  ჩემთვის,  ისე როგორც პარტიის ყველა წევრისთვის,  მთავარი გუნდის გამარჯვებაა, მე კი  ყოველთვის  მასთან ერთად ვიდგები ბრძოლის წინა ხაზზე  და  დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ გავექცევი,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

საზოგადოებისა და მედიის დიდი  ინტერესი გამოიწვია “ლელოს” რიგებში ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გამოჩენამ.  მამუკა ხაზარაძე ამ

საკითხზე ღიად საუბრობს და აცხადებს, რომ  მისთვის გიორგი კვირიკაშვილის თანაგუნდელობა  მნიშვნელოვანი საკითხია და ძალებს არ დაიშურებს, რომ პარტიის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები მის გვერდით შემოიკრიბოს. 

“ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება არ სურს, თუმცა ვისურვებდი, მისი გამოცდილების მქონე  ადამიანი ქვეყნის  სამსახურში იდგეს. აუცილებლად ვეცდები, ასეთი ადამიანები “ლელოს” და საქართველოს გვერდით იდგნენ, რადგან ჩვენი ქვეყანა  დღეს  მძიმე მდგომარეობაშია და  ამ დროს გვაკლია მთავარი - გუნდურობა. 

ჩემი ძალისხმევა მიმართული იქნება ქვეყნის აღორძინებისკენ და ამისთვის, თუ საჭირო გახდა, ყველა პიროვნულ ამბიციას დავთმობ,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები