1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკ ბიუჯეტის ავტორი - გოცირიძე გახარიას

თუ დავაკვირდებით "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა "ფეიკნიუსი". ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკ ბიუჯეტის ავტორი - მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას.

"თუ დავაკვირდებით "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა "ფეიკნიუსი". ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკ ბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია. მე შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით, რომ 350 000 ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს. ანუ თქვენ 600 ათასი ადამიანისთვის პირდაირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ. 

მთავრდება რამდენიმე დღეში ეს პროცესი და რას ვხედავთ 400 ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ. ამდენი ადამიანი დატოვეთ დახმარების გარეშე. მხოლოდ 100 ათასამდე თვითდასაქმებულს აქვს მიღებული დახმარება, იმიტომ რომ გაურთულეთ პროცედურები და გააწამეთ ეს ადამიანები სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით. სულ მცირე 300 მილიონის ეკონომია გააკეთეთ, აი, ამ ფეიკდაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის წყალობით," - განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები