1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება" - გომელაური შაქარაშვილის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულები ვართ და დასკვნას ველოდებით - , - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი  ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს.

„ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა და პირველ რიგში, მინდა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს მივუსამძიმრო. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. მე ჯერ ბევრს ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულები ვართ და დასკვნას ველოდებით. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით. ყველა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გახსნილები ვართ ადვოკატებთან. ოჯახის ადვოკატები ჩართულები არიან, აქედან გამომდინარე, სხვას თუ რაიმე ბრალდება აქვთ, შეუძლიათ პირდაპირ გვითხრან. ყველასთან მაქსიმალურად ვმუშაობთ“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები