0 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გაიხსნება თუ არა საზღვარი თურქეთთან

საქართველომ 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა, თუმცა მათ შორის არ არის მეზობელი სახელმწიფოები. ოპოზიცია ხელისუფლებას, პირველ რიგში, თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს, რადგან იქ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი სეზონურად არის დასაქმებული. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ღნიშნავს, რომ საზღვრის გახსნის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებს ამ საკითხს თავად მიმღები ქვეყანა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ მიმღები ქვეყანა როგორ უყურებს ამას, თუკი მათი მხრიდან არ იქნება პრობლემა, მაშინ, ჩვენ განვიხილავთ გარკვეულ მექანიზმებს.

დიდი ხნით წამსვლელი ადამიანები, ალბათ, ურთიერთშეთანხმებით შეძლებენ იქ წასვლას. გარკვეული მექანიზმების დამუშავება დაწყებულია. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში, მათ კარანტინის გავლა მოუწევთ. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს რეგიონის ქვეყნებთან," - განაცხადა ნათია თურნავამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები