1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ძალით აშინებთ COVID19-ით ადამიანებს – არ არის მდგომარეობა გაუარესებული”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ადამიანების შეშინება კოვიდ 19 ის ვირუსით განგებ ხდება:

„კანონპროექტი, რომელიც შემოიტანეს ხუნდაძემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა არის ანტიკონსტიტუციური. სწორედ ამიტომ დაიხიეს უკან და ჩაწერეს, რომ მხოლოდ 15 ივლისამდე იმოქმედებდა, ახლა წლის ბოლომდე ითხოვენ ამ არაკონსტიტუციური კანონის გაგრძელებას.

არ შეიძლება ამის გაკეთება ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მოქალაქეთა გადაადგილების, საკუთრების, შეკრების უფლებების შეზღუდვა არ შეიძლება პარლამენტის თანხმობის გარეშე. ეს პირდაპირ უკავშირდება არჩევნების პროცესს. არ შეიძლება პარლამენტმა თავად მისცეს ხმა და თავად გაუკეთოს ინიცირება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს ასუსტებს და კონსტიტუციით რაც აკისრია, იმ უფლებას ართმევს. ეს ერთმნიშვნელოვანად უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს. არ არის „კოვიდ 19“ -ის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებული და ძალით ნუ აშინებენ ადამიანებს, ეს არის სახელმწიფოსა და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები