1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებზე ბევრი კვლევა ტარდება, დაავადებას ვეძებთ, მათ შორის, სხვა ტიპის კორონავირუსებს ვეძებთ.. ხალხს კი არ ვეუბნებით ნიმუშები მოგვაწოდონ, სპეციალური ჯგუფები გვყავს ვინც იკვლევენ და ეძებენ ამ ნიმუშებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კვლევებისთვის საჭირო ღამურების დასაჭერად ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის გადასვლის შესახებ ოსური მედიის ინფორმაცია არის ტყუილი და დადგმული პროვოკაცია.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორის კვლევებისთვის საჭირო ნიმუშებს შესაბამისი თანამშრომლები თავად აგროვებენ.

„ლუგარის ლაბორატორიას თავად ჰყავს ჯგუფი, რომელიც დადის და აგროვებს ნიმუშებს კვლევებისთვის. ეს ინფორმაცია არის ჩვენი არამოსურნე მეზობლების მიერ ჩვეულებრივი ტყუილი, დადგმული პროვოკაცია. ლუგარის ლაბორატორიაში ღამურებზე ბევრი კვლევა ტარდება. ცოფს ვეძებთ ღამურებში, სხვა დაავადებას ვეძებთ, მათ შორის, სხვა ტიპის კორონავირუსებს ვეძებთ. ღამურები ერთ-ერთი გადამტანია სხვადასხვა დაავადების და ბევრი კვლევა ტარდება. ჩვენ ხალხს კი არ ვეუბნებით მოგვაწოდონ, სპეციალური ჯგუფებია ჩვენი ზოოენტემოლოგიური ჯგუფები, ვინც იკვლევენ და ეძებენ ამ ნიმუშებს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები