0 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"რაც შეეხება იმას, მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, აქტიურ პოლიტიკას რატომ ვუბრუნდები" - დავით სერგეენკო

 ჟურნალისტებთან  „ქართული ოცნების“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგენკომ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. 

 „მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ლაიტმოტივი ამომრჩეველზე ზრუნვა იქნება. რაც შეეხება იმას, მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, აქტიურ პოლიტიკას რატომ ვუბრუნდები, მაშინ ძალიან ინტენსიურად დავინტერესდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 3-4 წელიწადი, სულ ორი გამონაკლისი იყო, მე კი თითქმის 7 წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტი იყო და მართლაც ახალი ენერგია იყო საჭირო მინისტრის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიები გუნდურობის პრინციპით არიან წარმოდგენილები, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. ექიმის ლოგიკა არის უბრალოდ, რომ არასდროს საქართველოს ბოლო ისტორიაში, არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე აწია ჯანდაცვის პრიორიტეტი და ამდენი რამის გაკეთება შეძლო, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ასეთ გუნდს ისევ გვერდით ამოვუდგე და ფოკუსირება და კონცენტრირება ამ მიმართულებებზე გავაკეთო,“ - განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები