1 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – კელი დეგნანი

აუცილებელია რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს – განცხადება ამის შესახებ აშშ- ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ საუბრისას გააკეთა.

დიპლომატი ამბობს, რომ მსგავსი საკითხები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა განიხილონ. მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ამ ფორმატს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენასაც:

“საუბარია IPRM-ის შეხვედრების აღდგენასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ასეთი საკითხები, როცა ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას და სხვადასხვა საკითხებს, რაც წამოიჭრება ხოლმე საქართველოს მოქალაქეებთან და მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, გადაწყდეს ამგვარ შეხვედრებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მექანიზმები რა თქმა უნდა , არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებისთვის აუცილებელია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მექანიზმები როგორც ვთქვი არსებობს, მთავარია, რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს ის ვალდებულებები , რაც მას აღებული აქვს” – განაცხადა კელი დეგნანმა.

დიპლომატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები