0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს" - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გირგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნულ საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოითხოვა. მან შსს-ს გარდაცვლილის ოჯახისა და საზოგადოებას პროაქტიული ინფორმირებულობა დაავალა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში მოხდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება არის უაღერესად მძიმე შემთხვევა. მინდა, პირველ რიგში, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა, ეს ტრაგედია სცდება ოჯახს და ქვეყნის ტრაგედია ხდება. შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, ოჯახს უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შსს-ს მინდა დავავალო, მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეს გარკვეული სპეკულირებისთის გამოიყენოს.რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიული ინფორმირებულება, პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლებები შსს-ში. ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესადი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტული ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანია, სწრაფი, ეფექტური გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულება“,- განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები