2 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ოცნებამ” სიაში ჩასმა შემომთავაზა, დავთანხმდი – მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში იქნება.

“იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – უთხრა თემურ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს .

მანვე აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

აბაზოვი ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის შემდგომ რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

ის სასამართლო პროცესების პარალელურად “ათლეტიზმის” ფედერაციის პრეზიდენტად დანიშნეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები