0 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი კაპანაძე: "კიდევ ერთი მაღაროელი შეიწირა ამ კორუმპირებული მავნებლების უგულობამ და უყურადღებობამ, რომლებიც მაღაროელთა ხარჯზე მდიდრდებიან"

"კიდევ ერთი მაღაროელი შეიწირა ამ კორუმპირებული მავნებლების უგულობამ და უყურადღებობამ, რომლებიც მაღაროელთა ხარჯზე მდიდრდებიან" - ამის შესახებ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე წერს:

"კიდევ ერთი მაღაროელი შეიწირა ამ კორუმპირებული მავნებლების უგულობამ და უყურადღებობამ, რომლებიც მაღაროელთა ხარჯზე მდიდრდებიან.

57 წლის მერაბ მუმლაძე ჭიათურაში, ითხვისის მაღაროზე მუშაობდა 18 წელი.

23 ივლისს კი, გვირაბის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სავარაუდოდ, უჰაერობის გამო ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა.

მანამდე კი, ეს ოჯახი, ჭიათურის მაღაროს მიერ შექმნილი კატასტროფული ეკოლოგიური ვითარების გამო აყარეს და სხვაგან გადაასახლეს.
მივმართავ "ჯორჯიან მანგანეზსს", რომელსაც წლებია უკვე ივანიშვილის კლანი აკონტროლებს: სასწრაფოდ გადაუხადონ ამ ოჯახს კონპენსაცია;

სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება და გაარკვიონ, იყო თუ არა, შრომითი უსაფრთხოება დარღვეული;
გვითხრან: რატომ არ შეამოწმეს მერაბ მუმლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგენილი ნორმების შესაბამისად, ვიდრე ის გვირაბში შევიდოდა?

P.S: რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაწესდეს უმკაცრესი რეგულაციები რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ტრაგედიები ჭიათურის მაღაროებში - ხვალ-ზეგ მაინც რომ შევძლოთ მაღაროელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები