1 7 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები არ დაკეტა, რადგან ჩვენ არაფრის გვეშინოდა" - ვანო მერაბიშვილი

„ომის შემდგომ, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები არ დაკეტა,  რადგან ჩვენ არაფრის გვეშინოდა..“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინელ ინტერნეტ ბლოგერთან სერგეი კორნაკოვთან ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა.

სერგეი კორნაკოვი: "საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო, თუმცა ის არის გეოგრაფიულად საკმაოდ ხელსაყრელ ადგილას, როგორ არის შესაძლებელი ამის ჭკვიანურად გამოყენება?"

ვანო მერაბიშვილი: "საქართველო იმით არის განსხვავებული რეგიონში რომ გლობალური კულტურით ხასიათდება, რადგან ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა არის ისტორიული პროცესი.

მიხარია, რომ  მეოცე საუკენეში მოგვეცა საშუალება, ფეხი შეგვედგა ევროპულ ცივილიზაციაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ პროგრესი და ძველ ტრადიციები ერთმანეთს ხელს ნამდვილად არ უშლის.

ის კურსი, რომელიც ჩვენს მთავრობას ჰქონდა, ვგულისხმობ,  საქართველო ყოფილიყო ლიბერალური, გახსნილი ეკონომიკის, მეზობლებისადმი კეთილგანწყობილი ქვეყანა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და თქვენ წაროიდგინეთ, რუსეთთანაც კი...

ამის ნათელი მაგალითი იყო ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები არ დაკეტა, რადგან ჩვენ არაფრის გვეშინოდა.. ახლაც ასეა, თუ საქართველოს მოქალაქე მიდის რუსეთში მას სჭირდება ვიზა, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიად უვიზოდ შემოვიდნენ ჩვენთან ..“

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები