0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება" - გიორგი გახარია

 გიორგი გახარიას თქმით, რაჭაში, სტიქიის შედეგად 4 სოფელი გარესამყაროს ერთი თვე იქნება მოწყვეტილი.

 „რამდენიმე სახლი სერიოზულად არის დაზიანებული. მოგეხსენებათ, 12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა, 8 სოფელი რჩებ, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებზე, როგორიც არის - ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. ვესაუბრეთ „ენერგო პროსაც“, რომელიც გვპირდება, რომ ოპტიმისტურის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია 1 კვირაში ელექტრომომარაგების აღდგენა. ის 4 სოფელი, რომელიც მე ჩამოვთვალე - ღები, პატარა ღები, შოვი და გლოლა ერთი თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილ მდგომარეობაში. რეალურად, მაგისტრალურ გზაზე არის სერიოზული ჩამონგრევები. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. პირველადი შეფასებით, რასაც დღეს ვუყურებთ, მხოლოდ მაგისტრარული გზების აღდგენითი სამუშაოები დამატებით საჭიროებს დახლოებით 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე“ , - განაცხადა გიორგი გახარიას .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები