1 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კუბილიუსი რურუას პატიმრობაზე: საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერში“ გიორგი რურუას შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის მეწილეს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

 

როგორც კუბილიუსი წერს, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება. ევროპარლამენტარს აინტერესებს შეასრულებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.

„მაიკ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება. ერთ-ერთი ოპოზიციური არხის მეწილეს გიორგი რურუას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ნაბიჯს და დაიცავს თუ არა 8 მარტის შეთანხმებას?“, - წერს ანდრიუს კუუბილიუსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები