0 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ჩვენ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოვიფარგლებით, ამას მოჰყვება თამარაშვილისქუჩების ამსვლელ-ჩამომსვლელის მოწყობა " - კახა კალაძე

ავტომობილი არ იქნება ფუფუნების საგანი. ჩვენ ისე მოვაწყობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ ის იქნება ევროპაში ყველაზე გამართული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„ჩვენ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოვიფარგლებით, ეს არის პირველი ქუჩა, საიდანაც დავიწყეთ. ამას მოჰყვება თამარაშვილის ქუჩების ამსვლელ-ჩამომსვლელის მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება მელიქიშვილის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩა, რუსთაველის გამზირზე, ქეთევან წამებულზე და ასე შემდეგ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ როგორც ქალაქის მერი, ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი და ქალაქისთვის, თბილისისთვის და თბილისელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები