0 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება. შესაბამისი დავალება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს მისცა.

პრემიერის თქმით, ამ პერიოდში არ მოხდება საურავების დარიცხვა.

„ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ესაა 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების“,-განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები