0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ხვალ გენერალურ პროკურორს შეხვდება

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ შეხვდება. ა

როგორც ბაჩალიაშვილის დედა განმარტავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორ მაია გოგორელიანის მხრიდან მისი დაბულინგება ხდებოდა. თამაზაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას გენერალურ პროკურორთან კითხვები ექნება. მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს.

„ჩემი დაბულინგება იყო, მილიონჯერ მკითხეს რატომ არის მიხეილ რამიშვილი თქვენს გვერდით, რა ჰონორარს უხდით, თქვენთან საიდან მოხვდაო. პროკურორი იყო მარიამ გოგორელიანი, წერილი გიორგი კაპანაძის ხელში როგორ მოხვდაო, თან ერთხელ კი არ მკითხა, მილიონჯერ და მერე გამოვიდა და უსირცხვილოდ თქვა, ასეთი რაღაც არ ყოფილაო. თურე, ვიგონებ და ისე ვამბობ, აქამდე რატომ არ მოვიგონე და არ ვთქვი? შვილმკვდარ დედას მეტი საქმე არ მაქვს და ვიგონებ ვის, რა დავაბრალო?

გიორგი კაპანაძემ თავისი წყაროთი მოიპოვა წერილი და პროკურორი მეუბნებოდა, გინდა თუ არა, შენ მიეციო, ანძებიდან მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ კაპანაძე შენს სახლში იყოო. მერე რაა, ყველა ჟურნალისტი იყო ჩემთან სახლში. კაპანაძემ წერილი თავისი წყაროდან მოიპოვა და მიიჩნია, რომ ეს გასაჯაროვებელი იყო და გაასაჯაროვა. მაბულინგებდა, მეთქვა, რომ ეს ფურცელი მე მივეცი... ასე რის ეშინიათ? მარტო იმით არიან დაინტერესებული, რითი ვარსებობთ, რას ვჭამთ და ვის ველაპარაკებით, სად მივდივართ და იმ საქმეს ვერ აკეთებენ, რაც საჭიროა. შოთაძეს უნდა შევხვდე ხვალ და პირადად მისგან უნდა მოვისმინო, რატომ ჰყავს პროკურატურას ასეთი არაკომპეტენტური თანამშრომლები“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, აღნიშნულის საფუძველი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის საჯარო განცხადებებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები