1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე - დამპყრობლების მიუხედავად, კახელი ადამიანი ამუშავებდა მიწას და ადიდებდა უფალს

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა საგარეჯოდან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას საზოგადოებას  მიმართა.

კახეთი საუკუნეების განმავლობაში უამრავი შემოსევის, უამრავი დამპყრობელის მნახველია, დამპყრობლების, რომლებიც ცდილობდნენ, კახელი ადამიანისთვის წაერთმიათ ყველაზე ძვირფასი, თავისუფლება, სარწმუნოება და ის, რაც ამ ორ ღირებულებას ერთმანეთთან აერთიანებს - ქართული ვაზი.

ამ მხარეს ვერავინ, ვერასდროს ვერაფერს დააკლებს. აქ მცხოვრები ადამიანები ყოველთვის დაიცავენ წინაპრებისგან დატოვებულ სიწმინდეებსა და ღირებულებებს. 

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც იქნება თქვენი, საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუ რა პროექტები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რა რეფორმები გავატარეთ, თუ როგორია მხარდაჭერა და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით - სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემებიც ბევრი გვაქვს, ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება” - მიმართა კალაძემ მხარდაჭერებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები