0 2 : 2 5
 | 

პოლიტიკა

ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები 2 კვირის საკვებ პროდუქტს მიიღებენ

საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ის საკვები პროდუქტი, რაც ბავშვებს სააღმზრდელო პროცესის განახლების შემთხვევაში ბაღში უნდა მიეღოთ სახლში წაიღონ. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესის განახლება კორონავირუსის გამო 2 კვირით გადაიდო, შესაბამისად მომზადდა გრაფიკი, რომ მშობლებმა პროდუქტის სახლში წაღება რიგების გარეშე და უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლონ:

"დაახლოებით 3 ათას ბავშვზეა საუბარი, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიაკითხონ კონკრეტულ ბაღებს, გაწერილია გრაფიკი რომ რიგები არ იყოს და ის რაციონი რაც ბავშვებს ამ 2 კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ, სახლში წაიღონ," - განაცხადა კახა კალაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბრამდე შეჩერებულია. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში, ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები