1 0 : 1 1
 | 

პოლიტიკა

ვინ არის კაცი, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტის კადრები მიაწოდა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმ პირის ვინაობას ასაჯაროებს, ვინც მას სატელიტით გადაღებული ფოტოები გაუგზავნა.

რამიშვილის თქმით, ეს პირი დავით ფურცხვანიძეა, რომელიც მზად არის, გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.

“ეს ფოტოები ჩემი მოპოვებულია. ეს დამადასტურებულია იმის, რომ მოხვდა მკვლელობა და ეს მანქანა მსხვერპლთან ერთად არ იმყოფებოდა იმ პერიოდში იმ ადგილზე. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას რომ ეს ყალბია, ამას სჭირდება დასაბუთება და მეორე, პროკურატურა უნდა იყოს მზად როგორმე მოიპოვოს ოფიციალური გზით სატელიტური ფოტოები”,- ამბობს ფურცხვანიძე ტვ პირველის ეთერში.

დავით ფურცხვანიძე არ ასახელებს კონკრეტულად საიდან მოიპოვა მან ჩანაწერები. მისი თქმით, მასალა კერძო საშუალებებიდან არის მოპოვებული.

“მე წარმოვადგინე და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს ასე არ არის, მაშინ წარმოადგინოს ის, რაც მას მიაჩნია ჭეშმარიტად. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მოპოვებულია კერძო საშუალებებით, აქედან გამომდინარე მე საკუთარი თავის გარდა ვერავის ვერ დავასახელებ. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც მე გადავეცი რამიშვილს. მთლიანად საქმე ეხება უფრო დიდ თემას, ძალიან დიდ უკანონო საქმიანობას, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით თანხების გათეთრებას”,- აცხადებს დავით ფურცხვანიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები