1 8 : 2 7
 | 

პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4000-დან 10 000 ლარამდე იზრდება

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4000-დან 10000 ლარამდე იზრდება.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერჯერობით დირექტორი არ ჰყავს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დირექტორის შესარჩევ კონკურსში მეორე ეტაპზე 4 კანდიდატი, ალექსანდრე ვახტანგოვი, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე და ირმა სოხაძე გადავიდა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვედრა ხუთშაბათს, 24 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები