0 9 : 2 9
 | 

პოლიტიკა

სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, ბავშვები კლასებში უნდა დაბრუნდნენ – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს და ბავშვებმა სწავლა საკლასო ოთახებში უნდა განაგრძონ.

“დღეს გვექნება საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ”, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში უნდა განახლებულიყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად აღდგა. მთავრობაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი კლასებში პირველი ოქტომბრიდან აღდგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები