1 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობებთან დაკავშირებით

ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიურიხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციისდისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ, კონკრეტულ პოლიტიკურპარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციებისწარმომადგენლები ორგანიზებულად იღებენ მონაწილეობასმსგავს ღონისძიებებში და დაუზუსტებელი, არასწორიინფორმაციის საფუძველზე ცდილობენ საარჩევნოადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას დადისკრედიტაციას.

მაგალითისთვის, დღეს იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნოკომისიის მუშაობის პროცესში ხელის შეშლის მცდელობა: ზემოაღნიშნული ორგანიზაციები და ასევე აღნიშნულიპოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნოკომისიების წევრები აცხადებდნენ, რომ საუბნო საარჩევნოკომისიების პირველი სხდომები პარტიების წევრებისდასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ამ პირებს, ასევე ჰქონდათ მცდელობა კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენმთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციასცდება დაკვირვების მანდატს და მათი  საქმიანობახორციელდება მიკერძოებულად, რაც თვალნათლივ ასახავსეუთო/ოდირის 2018 წელს რეკომენდაციებში აღნიშნულ დადღესაც არსებულ პრობლემას ყალბ დაკვირვებასთანდაკავშირებით.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ მთაწმინდისოლქში   საუბნო საარჩევნო კომისიებისთითოეული წევრი ინფორმირებული იყო პირველი სხდომების თარიღის და დღის წესრიგის შესახებ. ამასთან, ჯერ კიდევ გუშინ, 28 სექტემბერს, ცესკომ დილიდანვე საჯაროდ გაავრცელაინფორმაცია პირველი სხდომების ჩატარების დაწყებისთაობაზე და მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებსუფლებამოსილების ფარგლებში დაკვირვებოდნენ მიმდინარეპროცესებს.

მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივდა საერთაშორისო სადამკვირვებლო  ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვითახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენმიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობსპროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას, და აგვარიდებსარაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციისგავრცელებას საზოგადოებაში.  

 

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი №138, თბილისი 0131, საქართველო;

ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელ 2 51 00 51- 133

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები