1 5 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქუთაისში "ლელოს" შტაბის წევრს თავს დაესხნენ, პარტიის წევრი ხელშია დაჭრილი და თვალი აქვს დაზიანებული

 

"ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თავის ოლქში წევრზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ ისაუბრა. 

 

პარტია "ლელოს" ქუთაისის შტაბის წევრი პაატა კიკაბიძე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, “ლელოს” მზარდი რეიტინგის გამო პარტიის წევრებზე გამუდმებით მიმდინარეობს ფიზიკური ანგარიშსწორება და შანტაჟი.

მისივე განმარტებით, ამ პერიოდში მომხდარი თავდასხმის არცერთი  ფაქტი, გამოძიებული არ არის, ამით კი “ქართულმა ოცნებამ” დღეს მომხდარ ამბავს მწვანე შუქი აუნთო. 

 

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო რამდენიმე დღეა, პარტიის წევრებს სხვადასხვა რეგიონში გამიზნულად ესხმიან თავს. ჩემი შტაბის წევრს რამდენიმე საათის წინ მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. თავდამსხმელებმა მიუთითეს, რომ ამას აკეთებდნენ იმის გამო, რომ ავტომობილში ჰქონდა “ლელოს”  სააგიტაციო მასალა. ეს იყო ჯგუფური დანაშაული და კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ ეს საქმე სრულყოფილად  იქნას გამოძიებული. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და სასწრაფოდ უნდა მოხდეს კამერების ამოღება იმ ქუჩაზე, სადაც ფაქტი მოხდა. დაყოვნება შეფასებული იქნება, როგორც საქმის მიჩქმალვის მცდელობა. ასევე, ბრალში ასახული უნდა იყოს ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც საქმეს თან სდევს. ჩვენი ინფორმაციით თავდამსხმელები  არ არინ ადგილობრივები და ისინი დავალებით იყვნენ ჩამოსულები, ამას ადასტურებს ის რომ ამადამიანს მიმართეს სახელით და გვარით და მიუთითეს პარტიის სააგიტაციო მასალებზე. მიაყენეს როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩვენი წევრი ხელშია დაჭრილი. “ლელოს” მიმართ მოსალხოების მხარდაჭერის ზრდის პარალელურად იზრდება პარტიის წევრებზე ზეწოლებიც. ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა როგორც ქუთაისში, ასევე თბილისსა და ზუგდიდშიც,”-განაცახადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები