0 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევა დადასტურდა

 ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 123 470-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 102 270-მდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები