1 3 : 4 8
 | 

პოლიტიკა

ადამიანებს დღესაც სჯერათ, რომ კორონა მოგონილია, რათა დაჩიპონ – პაატა იმნაძე

არ ვიცი კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს და რომ ის არის პრობლემა. მათ სჯერათ, რომ ეს არის მოგონილი, რომ დაჩიპონ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე არის კომუნიკაციის პრობლემა.

„ფაქტი სახეზეა, გადახედეთ სოციალურ ქსელებს. ჩემზე მეტი დრო გაქვთ ალბათ, რომ სოციალური ქსელი ნახოთ. რომ მიმზადებს ხოლმე ჩვენი პრესსამსახური, ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, არ მეგონა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში კიდევ შეიძლებოდა ასე ეფიქრათ. ჩვენს ვებგვერდზე იდება ხოლმე, შეხედეთ როგორ მიდის კორონას შემთხვევები. გაზაფხულზე რომ ვადარდებდი ხოლმე ჯომოლუნგმას აი ახლა, ჯომოლუნგმაზე ავდივართ”, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები