0 7 : 0 8
 | 

პოლიტიკა

სამოქალაქო აქტივისტები ივანიშვილის სახლთან კედელზე წარწერის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს, იმ მოტივით, რომ კედელი კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია

სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან ბეტონის კედელზე წარწერის გაკეთების გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ მოძრაობა “გხედავ“–ს აქტივისტები ფეისბუქზე წერენ.

შუშანა მაცაბერიძე:

“მუნიციპალური ინსპექციიდან დამირეკეს, მთაწმინდის გვირაბში წარწერის გამო ჯარიმდებითო .

ველოდი 200 ლარს და უიმეე, კაითქო .

1000 ლარით ჯარიმდებით ვინაიდან ეს გვირაბი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შედისო.
ბიძინას გვირაბზეა ხალხო საუბარი, კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია ბიძინას გვირაბი.“

თამთა გოგოლაძე:

“საპატრულოდან დამირეკეს. კოჯრის გზაზე, გვირაბში 21 ნოემბერს წარწერა გააკეთეთო და ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია შედის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, თქვენ დაჯარიმებული ხართ 1000 ლარით და რადგან ტელეფონზე გესაუბრებით და მისმენთ, ოქმი ავტომატურად ითვლება ჩაბარებულად, შეგიძლიათ 10 დღის ვადაში გაასაჩივროთო. 😂

ბიძინას მიმდებარედ ყველა ქვა და ბეტონი რომ კულტ.მემკვიდრეიბის ძეგლად ითვლება, იცოდით.“

აქტივისტების დაჯარიმების შესახებ ფეისბუქზე ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარიაც წერს:

“Tamta Gogoladze და Shushana Matsaberidze დააჯარიმეს 1000-1000 ლარით, ბიძინას გვირაბში სტენსილი რომ დახატეო, ეგო კულტურული მემკვიდრეობა არისო ამიტომ 1000 ლარიო

😂😂😂 ვინც ეს მოიფიქრა იმას პრემია ამ თვეში და წელში გალსტუკის შემოდღლეზვამდე გამართვა“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები