1 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

1500 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ გამკაცრების პარალელურად გარკვეული შეღავათებიც დააწესა. ერთ-ერთი ასეთი შეღავათი საშემოსავლო გადასახადს ეხება. კერძოდ, 1500 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება. საუბარია 6 თვიან პერიოდზე – დეკემბრიდან მაისის თვის ჩათვლით.

რაც შეეხება ბიზნესის მხარდამჭერ სხვა მიმართულებებს, ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნები) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან;
  • ტურიზმის სექტორის 2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება;
  • რესტორნების და სასტუმროების სესხების სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში – ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა – 1400 კომპანია;
  • სესხების გადავადება კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუჩერდებათ საქმიანობა;
  • საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სესხების მოზიდვაში.
  • კომენტარები

    მსგავსი სიახლეები