2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საახალწო სოფელში დასახარჯი ფულით პროდუქტებს ვიყიდით და გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარეით - კალაძის ინიციატივა

თბილისის მერი, კახა კალაძე, საახალწლო სოფელთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პანდემიის გამო, ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით საახალწლო სოფელი არ ჩატარდება.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში დასახარჯი ფული მიმართული იქნება გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად.

მერია წინასაახალწლოდ უმწეო მოხუცებსა და გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებით დაეხმარება.

„საახალწლო სოფელში დასახარჯი ფული მოხმარდება ისეთ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება და გადავცემთ პროდუქტებს.

ამისთვის სპეციალური პლატფორმაა შექმნილი. უკვე ხუთასი ათასი მილიონი ლარია გამოყოფილი უმწეო მოხუცებისა და გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად.

აგრეთვე, მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მოხალიისეებს, ვისაც გსურთ დაეხმაროთ გაჭირვებულებს და მიიღოთ მონაწილეობა პროდუქტების დასარიგებლად, მოხდება თქვენი გადამზადება, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები,"- ამბობს კალაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები