1 5 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მასშტაბით გაჩენილ ხანძრების თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ზურაბიშვილი მიმართვაში ასევე სოლიდარობას უცხადებს აფხაზეთის მოსახლეობას, რომელიც ძალიან დიდ ხანძრის კერას ებრძვის:

"ძალიან მძიმეა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ხანძართან გამკლავება უწევს. თანავუგრძნობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს.

მათგან განუყოფლად მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან.

მინდა იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები