1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ“... ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი ბოდიშს უხდის ყველას, ვინც ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა. ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც გასული წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მოღვაწეობაზე საუბრობს. 

„ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება. 

რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა“, - წერს ივანიშვილი ღია წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები