0 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ქ-ნი ნინო წილოსანი პოლიტიკოსად უვარგისია, სხვა ამპლუაში ვერ შევაფასებ…”-გია ნოდია ნინო წილასანის განცხადებაზე

პოლიტოლოგი გია ნოდია, დეპუტატ ნინო წილოსანის პოსტს ეხმაურება.

საუბარია წილოსანი პოსტზე, სადაც დეპუტატი აცხადებს, რომ ადამიანებს “ქართველების და მუსლიმების” შესახებ მისი განცხადებიდან შინაარსის გამოტანა გაუჭირდათ.

“პოლიტიკოსს მოუვიდა მძიმე შეცდომა: წარმოთქვა ფრაზა “ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერი გასაყოფი არ არის.” (ვითომ მუსლიმი ქართელი ვერ იქნება). თუ გავითვალისწინებთ ამ საკითხის მგრძნობიარობას, ერთობ სერიოზული შეცდომაა. ცხადია, პოლიტიკოსიც შეიძლება შეცდეს და სისულელე თქვას (მაგალითად, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენია ცნობილი ასეთი წამოცდენებით). ამით არ დანგრეულა ქვეყანა: ბოდიში უნდა მოიხადოს, ნერვიულობას, გადაღლილობას, უძილობას თუ რამე უბედურებას გადააბრალოს და თქვას, რომ არაფერი ამდაგვარის თქვა არ უნდოდა. ჩვენც ვაპატიებთ; აგერ, ბაიდენი პრეზიდენტად აირჩიეს. ის კი ამის საპირისპირო რამეს აკეთებს: თან გაკვრით აღიარებს “რაღაც მექანიკურ შეცდომას”, რაც მართლა მოუვიდა, მაგრამ მერე აქეთ გადმოდის შეტევაზე: ჟურნალისტების ბრალი ყოფილა, რომ მისი შეცდომა შეამჩნიეს (აბა, რა უნდა ექნათ?). თურმე “წაკითხულის გააზრება არ შეუძლიათ” (კონკრეტულად, რა ვერ გაიაზრეს?). თან ამას რატომღაც საბჭოთა განათლების სისტემას აბრალებს: ალბათ იმიტომ, რომ “პროგრესულად” გამოჩნდეს (საბჭოთა განათლების სისტემის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ ორჯერ ორი რომ ოთხია, საბჭოთა კავშირშიც გვასწავლიდნენ). ვერდიქტი: ქ-ნი ნინო წილოსანი პოლიტიკოსად უვარგისია. სხვა ამპლუაში ვერ შევაფასებ” – წერს გია ნოდია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები